მოგზაურობა ძველ აღმოსავლეთში by DAVIT BOLKVADZE - Illustrated by ელენე წერეთელი - Ourboox.com
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

მოგზაურობა ძველ აღმოსავლეთში

by

Artwork: ელენე წერეთელი

  • Joined Jan 2021
  • Published Books 2

პირველი თავი

 

გადაწყდა, რომ დროის მანქანით მე ვიმოგზაურებდი.  ჯერ ძალიან გამიკვირდა და შემეშინდა ვფიქრობდი რამე რომ გაფუჭდეს და შემდეგ სახლში დაბრუნება ვერ შევძლო მეთქი, მაგრამ შემდეგ დამაინტერესა,   თან ძალიან მიყვარს თავგადასავლები. ასე რომ გადავწყვიტე წასვლა და  პირველად ეგვიპტეში აღმოვჩნდი. იქ რამდენიმე თვე გავატარე, მოვიარე ნილოსზე განლაგებული ქალაქები და მინდა მოგიყვეთ ეგვიპტის მეურნეობაზე. აქ  წვიმა თითქმის არ მოდის და ნილოსი თითქმის ერთადერთი ტენის წყაროა,როცა წვიმის სეზონი დგება მდინარეში წყლის დონე იმატებს.   კალაპოტიდან გადმოდის და მდინარის ტერიტორიას ტბორავს ნიადაგი შლამი რჩებოდა და მისი დამუშავება ადვილი იყო. ეგვიპტელები მოსავალს ნოემბერში თესავდნენ და მოსავალს აპრილ-მაისში იღებდნენ, თუმცა მოსავალს ნილოსის მეორე ადიდება უქმნიდა საფრთხეს და მოსავალს დაცვა სჭირდებოდა.  ეგვიპტელებმა მოვარდნილი წყლის სარწყავების რეგულირება ისწავლეს: ძირითადი არხი მდინარის კალაპოტის გასწვრივ გაჰყავდათ, მისგან პატარ-პატარა არხებით კი წყალი ყანებამდე მიდიოდა.

 

2

ამის გარდა ეგვიპტელებმა ააგეს  წყალსაცავებიც, რომლებიც ძირითადი  არხისგან მარაგდებოდა  და  გვალვის დროს მოსარწყავად იყენებდნენ.  თანდათან ნილოსის დაბლობი სარწყავი არხების ქსელმა დაფარა.

ეგვიპტიდან შუამდინარეთში გადავედი. იქ ერთ წელიწადზე მეტი ვიყავი, რადგანაც ორი მდინარის ნაპირზე გაშენებული ქალაქების დათვალიერება მომიხდა. შუამდინარეთის მეურნეობა ასეთია :შუმერები მიწათმოქმედეობას მისდევენ და ნათესების დასაცავად წყლის სტიქიასთან ბრძოლა უწევთ. მდინარეები წელიწადში ორჯერ დიდდებოდა: ზამთარში  წვიმების დროს და გაზაფხულზე, მთებში თოვლის დნობისას. წყალი დაბლობში გროვდება, ამიტომ აუცილებელი იყო ნიადაგის გათავისუფლება ზედმეტი ტენისგან. შუმერებს პრიმიტიული იარაღებით – თოხით, ნიჩბითა და კავით  გაჰყავთ წყლის საწრეტი არხები, წყალსაცავებს აშენებდნენ, მიწასაც ასეთივე იარაღებით ამუშავებდნენ და წელიწადში ორჯერ უხვ მოსავალს იღებდნენ. შუმერებს მეურნეობის ხასიათი რეგიონის  ბუნებრივმა პირობებმა განსაზღვრა.

 

3

ნოყიერი ნიადაგი უხვ მოსავალს იძლეოდა. ყანებში ხორბალი, ჭვავი, სელი მოჰყავდათ, სოფლების ირგვლივ კი ფინიკის ბაღები ხარობდა.

 

 

მეორე თავი 

 

ახლა მინდა ეგვიპტესა და შუამდინარეთში სახელმწიფოს წარმოშობაზე მოგითხროთ. ეგვიპტეში პროცესები ასე განვითარდა: ნილოსის გასწვრივ თითოეულმა ტომმა თავისი სარწყავი სისტემა შექმნა და ასე ჩამოყალიბდა ნომები. თითოეულ ნომს ჰყავდა  საკუთარი მმართველი-ნომარქი, ჰქონდა გალავნით შემოსაზღვრული ქალაქი, სადაც ნომარქი იჯდა. ნომები საკუთარი საზღვრების გაფართოებას ცდილობდნენ: ერთი ნომი მეორეს იპყრობდა  და მის მიწას იერთებდა. თანდათან ნომების გაერთიანების შედეგად ძვ. წ IV  ათასწლეულში ორი სამეფო : ზემო და ქვემო ეგვიპტის სამეფოები  ჩამოყალიბდა. ძვ. წ IV

4

ათასწლეულის დასასრულსა და III ათასწლეულის დასაწყისში კი ეს სამეფოები გაერთიანდა და ერთიანი სახელმწიფო შეიქმნა, როლის სათავეშიც მეფე-ფარაონი იდგა. მთელი ძალა უფლება მას ეკუთნოდა.

შუამდინარეთში კი  განსხვავებულად მოხდა სახელმწიფოს ჩამოყალიბება : შუმერების თემების ცენტრებად ტაძრები იქცა.  თემის სათავეში იდგა ტაძრის უმაღლესი ქურუმები, რომლისთვისაც თემის მიწებიდან ცალკე ნაკვეთი იყო გამოყოფილი და ის თემის მფარველი ღვთაების საკუთრებად ითვლებოდა. ამ ქალაქებმა ათასი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად იარსება. თითეული მათგანი – საკუთარი ტერიტორიით, მეურნეობით, მოსახლეობით, უზენაესი ღვთაებითა და მეფით პატარა სახელმწიფო იყო. მთელი ძალაუფლება ამ სახელმწიფოში მეფეს ეკუთვნოდა. სწორედ ამიტომ შუმერულ ქალაქებს ხშირად ქალაქ-სახელმწიფოებს უწოდებენ.

 

5

მესამე თავი 

 

ახლა მოგიყვებით ეგვიპტის სოციალური ფენების შესახებ. უფრო გასაგები რომ იყოს, განსაკუთრებულ ყურადღებას მათ ვალდებულებებზე გავამახვილებ და ამით ეგვიპტის მმართველობაზეც შეგექმნებათ წარმოდგენა.

ფარაონი —- ეგვიპტის მმართველი და უმაღლესი ქურუმი, ყველა და ყველაფერი მას ემორჩილება. ამიტომ მისი ვალდებულება თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ეს არის მისი ვალდებულება – მართოს ქვეყანა! ფარაონი ერთპიროვნულად განაგებდა სახელმწიფოს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ თავად იღებდა. ფარაონი გასცემდა ბრძანებებს სამიწათმოქმედო და სამშენებლო საქმიანობის შესახებაც. მასთან ინახებოდა მონაცემები მოსახლეობის, საჭირო ხორბლეულის, ზეთის, ტაბსაცმელისა და იარაღის შესახებ. სამეფო სახლის ბეღლებსა და საწყობებში ყოველივე ეს საკმარისი რაოდენობით იყო მომარაგებული.

6

მოხელები—მოხელეები ფარაონს სახელმწიფოს მართვაში ეხმარებიან. შესრულებული სამუშაოსთვის ფარაონი მათ გასამრჯელოს უხდის. თითეულ საწყობს მმართველი ჰყავდა. მმართველებს მოხელეები აკონტროლებენ. მას შეეძლო გაეთავისუფლებინა ან დაენიშნა მოხელეები. თავდაპირველად მოსავლის აღწერას ფარაონი აკეთებდა ახლა კი მოხელეები ასრულებენ ამ საქმეს. მათ ევალებოდათ იმ მხარეში სარწყავი სისტემის მოწესრიგება, მოსახლეების აღრიცხვა. გადასახადების აკრეფა და   ომების დროს განსაზღვრული რაოდენობის მეომრების გამოყვანა.

მწერალი—- ეგვიპტურ საზოგადოებაში განსაკუთრებული ადგილი მწერლებს ეჭირათ, ანუ  გადამწერებს.  ისინიც  დიდებულ – მოხელეთა წრეს მიეკუთნებოდნენ. მწერლები აღრიცხავდნენ გადასახადებს, ფარაონის, ქურუმებისა და სხვა მოხელეების მოთხოვნით ადგენდნენ სხვადასხვა შინაარსის ტექსტებს. მაშინ წერა კითხვა ცოტა ვინმემ თუ იცოდა, ისიც დიდებულთა წრიდან.

ქურუმები —-   ეგვიპტელთა რწმენით, ცხოვრების სხვადასხვა სფეროს თავისი მფარველი ღვთაება ჰყავდა. ყოველ ღვთაებას თავისი ტაძარი ჰქონდა. ღმერთებისადმი მიძღვნილ რიტუალებს ქურუმები ატარებდნენ. მოხელეების მსგავსად, ქურუმებიც სხვადასხვა რანგისანი იყვნენ და უმაღლეს ქურუმს ემორჩილებოდნენ. ქურუმების ფენა ყველაზე გავლენიანი იყო.

7

მეთემეები —-   ეგვიპტის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი  მიწათმოქმედ მეთემეებს უკავია. ისინი ამუშავებდნენ ფარაონის, ასევე ფარაონის მიერ ტაძრებისა და მოხელეებისთვის გადაცემულ მიწებს, მოჰყავდათ  მოსავალი  და იხდიდნენ დაწესებულ გადასახადებს. ზოგჯერ მათ სახელმწიფო სამუშაოებზე ანაწილებდნენ (მშენებლობასა და გზის გაყვანაზე), რასაც ფარაონი განსაზღვრავდა. მიწათმოქმედების გარდა, რიგით ეგვიპტელებს შორის მრავლად იყვნენ  დაოსტატებული  ხელოსნები: ქვის მთლელები, მჭედლები, დურგლები, გემთმშენებლები, ოქრომჭედლები, მეთუნეები, მქსოვლები.

მონები  —-  მეზობელ მხარეებში ლაშქრობის შემდეგ ფარაონებს ეგვიპტეში ტყვეები მოჰყავდათ. ასე გაჩდნენ ეგვიპტეში მონები. მონები უუფლებონი იყვნენ. მათ არაფერი გააჩნდათ, საკუთარი ქოხებიც კი არ ჰქონდათ. მონები სახელმწიფოს მფლობლობაში იყვნენ. მათ გზების გასაყვანად და სხვა მძიმე სამუშაოების შესასრულებლად იყენებდნენ.

ახლა კი ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით :  ეგვიპტეში ღამის გასათევი ადგილი მჭირდებოდა და ფარაონმა ნება დამრთო მასთან ერთად მის სახლში გავჩერებულიყავი. აქ რამდენიმე დღე გავატარე. ერთ დღეს ფარაონმა სანადიროდ წასვლა გადაწყვიტა და მეც თან გავყევი. რამდენიმე ცხოველი მოვკალით და ბოლოს ერთ ირემს დავედევნეთ მოსაკლავად. შემდეგ კი რაღაც გამოქვაბულთან შევჩერდით ირემი არსად ჩანდა. გამოქვაბულში რაღაც ბრჭყვიალებდა და ფარაონმა თქვა შედით და ნახეთ რა არისო. შევედით, ფარაონი და რამოდენიმე კაცი გარეთ დარჩა. გავიდა რამდენიმე დრო ვერაფერი ვერ ნახეს და დანებდა ყველა ჩემს გარდა, ფარაონს ვუთხარი, დავრჩები და მოვძებნი-მეთქი. ვეძებდი და თან ნიშანს ვტოვებდი რომ არ დავკარგულიყავი.  დავინახე ის ბრჭყვიალა სინათლე და გამოვთხარე, ოქროულობა იყო. ეს ასე დავტოვე და თან ქვები მივაყარე რომ არავის არ წაეღო. მივედი ფარაონთან მოვუყევი რაც გადამხდა. მეორე დღეს მივედით იმ ადგილას და წამოვიღეთ ოქროულობა ფარაონს, ყველას ძალიან გაუხარდათ.  ამ ფულით გაჭირვებულ ხალხს საჭმელი და ცოტა ოდენი ტანსაცმელი მივუტანეთ. აი ასეთი უცნაური და კარგი ამბავი გადამხდა იქ ყოფნისას. წარმოდგენაც არ მაქვს საიდან გაჩნდა ეს ოქრო გამოქვაბულში, მაგრამ ის ვიცი რომ ამით ხალხი ძალიან გავახარეთ.

8

მეოთხე თავი

წამოსვლისას ყურადღებით გავეცანი მეფე ხამურაბის კანონებს. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული გრძნობები დამეუფლა :

 

გამაოცა —- კანონი 6. გამაოცა რადგან რა საჭიროა ასეთი სისასტიკე ამ დანაშაულის მიმართ კარგი შეიძლება ქურდია, რა საჭიროა კაცის მოკვლა ამის გამო, გასაგებია,  მოიპარა, მაგრამ შეიძლება მისთვის არ მოუპარავს, ოჯახისთვის მოიპარა შეიძლება უჭირს უნდა დაეხმარო კი არ უნდა მოვკლა  კაცი.

გამახალისა — კანონი 117. გამახალისა რადგან კაცი ჩავარდა ვალებში და გაყიდა ქალიშვილი, ცოლი ან ვაჟი  ან ვალის სანაცვლოდ მისცა. სატანჯველად გაიმეტა, აწამა და ასეთ კაცს ეკუთვნის სიკვდილი და ამის ნაცვლად მას უბრალოდ სამ წელიწადს მყიდველის ან მეპატრონის სახლში იმუშავებს და მეოთხე წელს გამოუშვებენ. ეს ხომ უმცირესი სასჯელია მისი დანაშაული კი ძალიან სასტიკია.

 

9

შემაწუხა —-კანონი 8. შემაწუხა რადგან ხალხს უჭირს და იმის მაგივრად რომ დაეხმარონ მათ კლავენ  ქურდობისთვის ეს კანონიც ასეთია. თუ კაცმა ან ხარი, ან ცხვარი, ან ღორი, ანდა ნავი მოიპარა, თუ ეს საქონელი ტაძრის ან სახლისაა, ოცდაათმაგად უნდა ზღოს, თუ მუშქენისაა ერთი ათად უნდა ზღოს. თუკი ქურდს გადასახადად არაფერი არ აბადია, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. აი ამას ვამბობ რომ თუკი ტაძრისაა მით უმეტეს უნდა დაეხმაროს ეს ხომ სამლოცველოა, უნდა დაეხმარო ადამიანს. ღმერთი ხომ ადამიანებს ეხმარება გასაჭირში.

უსამართლოა —– კანონი 218. უსამართლოა რადგან კაცმა კაცი ბრინჯაოს დანით დაჭრა და შემოაკვდა. მას უბრალოდ ხელს მოჭრიან. და შეიძლება იმ მსხვერპლ კაცს ოჯახი ჰყავდა მათ პატრონი არ უნდა მაშინ სასამართლომ მათაც უნდა დაეხმაროს და აუნაზღაუროს ყველაფერი სასმელი ჩასაცმელი ყველაფერი უნდა მიუტანოს.კანონი 5. უსამართლოა რადგან თუ მოსამართლემ სამართალი განსაჯა, განაჩენი გამოიტანა, ბეჭედი დასვა, ხოლო შემდგომ ამისა სამართალი შეცვალა, ამ მოსამართლეს სამართლის შეცვლაში ამხელენ.

10

ამ საქმის სასჯელს თორმეტმაგად გადაიხდის და საკრებულოში თავისი სამოსამართლეო სავარძლიდან გადააყენებენ, უკან ვეღარ დაბრუნდება და მოსამართლეებთან ერთად საკრებულოში ვეღარ დაჯდება.  შეიძლება მოსამართლემ უდანაშაულო კაცი დაადანაშაულა და ჩასვა ციხეში, შემდეგ კი დადგინდა რომ უდანაშაულო იყო და გამოუშავა მიხვდა რომ ნაადრევი დასკვნები გამოიტანა შეეცოდა და გამოუშვა ამის გამო ეს ყველაფერი უსამართლობაა. კარგი შეცდომა დაუშვა მაგრა 1 შანსიც რომ მიეცათ მისთვის უფრო სამართლიანი იქნებოდა.

სამართლიანია — კანონი 237. სამართლიანია რადგან თუ უკეთე კავმა მეხომალდე და ხომალდი დაიქირავა, ხორბალი, მარტყლი, ფინიკით, გინდა სხვა საქონლით დატვირთა, მეხომალდე დაუდევრად მოიქცა, ხომალდი ჩაიძირა და რაც შიგ იყო, ყველაფერი დაეღუპა, მეხომალდემ ჩაძირული ხომალდისა და დაღუპული საქონლის ღირებულება უნდა ზღოს.

11

კაცმა თავისი საგზალი დაეკარგა მეხომალდის შეცდომის გამო და რათქმაუნდა დანაკარგი უნდა აუნაზღაუროს. კანონი 274. სამართლიანია რადგან  უკეთე კაცი ხელოსანს დაიქირავებს, გასამრჯელოდ 5 მარცვალი ვერცხლი, მეაგურეს (…..) მარვვალი ვერცხლი, მქსოველს გასამრჯელოდ (…..) მარცვალი ვერცხლი, ქვის მთლელს გასამრჯელოდ (…..) მარცვალი ვერცხლი, მჭედელს გასამრჯელოდ (…..) მარცვალი ვერცხლი, დურგალს გასამრჯელოდ 4 მარცვალი ვერცხლი, მებაღეს გასამრჯელოდ (…..) მარცვალი ვერცხლი, მეგოდრეს გასამრჯელოდ (…..) მარცვალი ვერცხლი, ხუროს გასამრჯელოდ (…..) მარვვალი ვერცხლი უნდა აძლიოს. ვიცი, რომ აქ ზოგის გასამრჯელო არ წერია მაგრამ  ჩემი აზრით სამართლიანია მაგალითად ხელოსანს დღიურად 5 მარცვალ ვერცხლს აძლევდნენ ჩემი აზრით მისი სამუშაოდან გამომდინარე დამსახურებულია. რადგან რამდენ დღესაც იმუშავებდა იმდენ 5 მარცვალ ვერცხლს მიიღებდა.

12
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

Ad Remove Ads [X]
Skip to content