რაც უფრო მეტს კითხულობთ და ფიქრობთ, მით უფრო რწმუნდებით, რომ ბევრი იცით და რაც უფრო ფიქრობთ კითხვის დროს, მით უფრო ნათლად ხედავთ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა იცით. –ფრანსუა ვოლტერი
3
ნაწარმოებს, რომელსაც კითხულობენ აქვს აწმყო, ნაწარმოებს, რომელსაც ხელახლა კითხულობენ, აქვს მომავალი. –ალექსანდრე დიუმა (შვილი)
5
წიგნი იმისთანა რამ არის, სოფლის ამბავს ქალაქში ამოიტანს, ქალაქისას სოფელში წაიღებს, საიდან სად კაცს კაცთან გალაპარაკებს.– ილია ჭავჭავაძე
6
ისწავლეთ და იკითხეთ სერიოზული წიგნები. დანარჩენს ცხოვრება გააკეთებს. როდესაც ჩემს ირგვლივ ვხედავ, თუ როგორ ეძებენ უბადრუკ საქმესა და გასართობს ადამიანები, რომლებმაც არ იციან რაში დააბანდონ თავიანთი თავისუფალი დრო, მე ვეძებ წიგნს და გონებაში ვამბობ: მარტოოდენ ეს არის საკმარისი მთელი ცხოვრებისთვის. – დოსტოევსკი
9
პირველად წიგნმა დაბადა ჩემში მოგზაურობის სურვილი… წიგნების კითხვამ მე მიმიყვანა ხასიათებზე დაკვირვებასთან.– ჩარლზ დარვინი
10
ზღვის სიღრმიდან ამაოაქვთ მარგალიტი, წიგნების სიღრმიდან გამოაქვთ ცოდნა.
13
მითხარი, რას კითხულობ და გეტყვი, ვინ ხარ. შეგიძლია სრული წარმოდგენა იქონიო ადამიანის გონებასა და ხასიათზე თუ მის ბიბლიოთეკას დაათვალიერებ. –შარლ ბლანი
14
ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი წიგნი, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა აღწერილი. ადრე კი ეს აზრადაც არ მომდიოდა.”
ფიოდორ დოსტოევსკი
16
“დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის.”
გოდერძი ჩოხელი
18
“ბარემ კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ყველა წიგნი წასაკითხია და ამავე დროს აუცილებლად. ნუ იკითხავთ – რა უნდა წაიკითხოთ ამა და ამ ასაკში. უბრალოდ იკითხეთ ის, რაც გსურთ. წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი – ბედნიერება.”
ალექსანდრე ლორთქიფანიძე
20
Published: Apr 20, 2019
Latest Revision: Apr 21, 2019
Ourboox Unique Identifier: OB-614364
Copyright © 2019