უცნობი ფრანგი ქალის ჩანაწერები by I ჯგუფი
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

უცნობი ფრანგი ქალის ჩანაწერები

  • Joined May 2016
  • Published Books 1

 

 

მინდა ჩემი ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გიამბოთ, ახალგაზრდობაში შინაგანად მებრძოლი, მიზანდასახული და გამტანი პიროვნება გახლდით. ძნელი იყო ჩემი მშფოთავარე და მეამბოხე სულის დაოკება. მიუხედავად იმისა, რომ პრიველეგირებული წოდების წარმომადგენელი არ ვიყავი, მე და ჩემი თანამოაზრეები ვცდილობდით დაგვეცვა ყველა მოქალაქის თანასწორობა, კერძოდ კი გვებრძოლა ქალთა უფლებების გაფართოებისთვის.

საფრანგეთის რევოლუციურ ორომტრიალში ქალებიც აქტიურად ვიყავით ჩართულნი, პირველ რიგში კი ხმის უფლებისთვის ვიბრძოდით, არაერთ საჩივარ თხოვნის წიგნიც კი დავწერეთ, სადაც აქტიურად ვაპროტესტებდით მხოლოდ “მუშაობის, მორჩილებისა და დუმილის”  შესაძლებლობას.

2
უცნობი ფრანგი ქალის ჩანაწერები by I ჯგუფი "ახალგაზრდა შემოქმედები" - Ourboox.com

ბასტილიის ციხის აღების შემდეგ ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობას თან ერთვოდა მასობრივი არეულობა, გაჭირვებული მოსახლეობა იტაცებდა, ძარცვავდა და წვავდა დიდგვაროვანთა მამულებსა და სასახლეებს. სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო, ეროვნულმა კრებამ ფეოდალური პრივილეგიები გააუქმა და ადამიანთა უფლებების დეკლარაციის მიღების შემდეგ “თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა” გამოაცხადა. ასე ადვილად როდი იყო საქმე, ახალ გარდაქმნებს სამეფო კარი მარტივად ვერ ეგუებოდა, თუმცა არც მოსახლეობა ეპუებოდა მათ თვითნებობას, ბოლოს და ბოლოს ხალხის უკიდურესი გაჭირვების თავი და თავი ხომ საძულველი სამეფო კარი გახლდათ.

ამ ყოველივეს კი ის მოჰყვა, რომ ოქტომბერში იფეთქა ქალთა პროტესტმა, ალბათ ექვსი ათასი ქალი ვიქნებოდით,

4

რა იარაღიც კი ხელში მოგვხვდა, იქნებოდა ეს თოხი, ცული თუ ხმალი შევიარაღდით და ვერსალისკენ მარშით გავემართეთ. ზოგიერთ უბანში განგაშის ზარებიც რეკდა, ამას საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა, რადგან დიდი რაოდენობა შევგროვდით, შიმშილისგან მილეულს, გატანჯულს და გამოფიტულს არც კი მიფიქრია, რამე თუ მოახდენდა ჩემს გაოცებასა და გაკვირვებას, მაგრამ ეს ჩვენი ჯარისკაცები აღმოჩნდნენ, მიუხედავად მხედართმთავრის ბრძანებისა ჩვენთვის წინაარმდეგობა არ გაუწევიათ, რამდენიმემ საჯაროდაც კი გამოხატა სიმპათია ჩვენს მიმართ.

დიდებული და ამაღელვებელი დღე იყო, ჩვენი ალყა ვერსალთან 6 საათი გაგრძელდა, ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ მეფე პარიზში გადმოსულიყო და ეღიარებინა დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებები

5
უცნობი ფრანგი ქალის ჩანაწერები by I ჯგუფი "ახალგაზრდა შემოქმედები" - Ourboox.com

მართალია ზეწოლით, მაგრამ მაინც შესრულდა.

ალბათ, ეს დღე სამუდამოდ ჩაიწერება, როგორც საფრანგეთის ისტორიაში, ასევე ჩემს მახსოვრობაში. ეს იყო ის გარდამტეხი მომენტი, როცა დავინახე და მთელი სიდიდით შევიგრძენი ჩემი ცხოვრების არსი, მებრძოლა პოლიტიკური და უფლებრივი თანასწორობისთვის, მებრძლოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მისი გარდაქმნისა და განვითარებისთვის. ჩემი თანამედროვე მართლაც და პროგრესულად მოაზროვნე ქალი ოლიმპ დე გუჟი ამ იდეების აქტიური დაცველი და გამტარებელი იყო. თავის “ქალისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში” იგი წერდა:

“მამაკაცებო, ხართ თქვენ სამართლიანები? დიახ, მე, ქალი, გისვამთ ამ შეკითხვას. თქვენ არ გაქვთ უფლება ქალი განიხილოთ საკუთრებად და დაარღვიოთ მისი უფლებები.

7

მითხარით, რა გაძლევთ თქვენ იმპარატიულ უფლებას – შეზღუდოთ ჩემი უფლებები.თქვენი ძალა? თქვენი ნიჭი? დავაკვირდეთ შემოქმედის სიბრძნეს, შევინარჩუნოთ მისი დიდმშვენიერება, რომ ცხოვრება ამ სამყაროში იყოს ჰარმონიული და არა ტირანული”.

ამ სიტყვებიდან 2 წელიწადში ამ უაღრესად პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს გილიოტინაზე თავი მოკვეთეს. სიკვდილით დასჯა ნამდვილ გასართობად ქცეულიყო ქვეყანაში, წინა რიგში მჯდომი რამდენიმე ქალი სკამებზე მოკალათებულიყო და ქსოვასაც კი არ ერიდებოდა, თან სანახაობას შესცქეროდნენ და არც კი იცოდნენ ალბათ, რომ ოლიმპ გუჟი მათი უფლებების დაცვას შეეწირა.

ამ დღეს ყველაზე უფრო მძაფრად შევიგრძენი, ადამიანის, როგორც უსუსური, მშიშარა და მხდალი არსების სახე. თავი მოკვეთეს იმ პიროვნებას, რომლის არსებობაც ძალასა და მხნეობას მმატებდა ბრძოლისთვის, იმ დღეს კი ყველაფერი დასრულდა.

8
უცნობი ფრანგი ქალის ჩანაწერები by I ჯგუფი "ახალგაზრდა შემოქმედები" - Ourboox.com

სიცოცხლის ნაპერწკალი სამუდამოდ ჩაქრა ჩემს გულში, თუმცა რწმენას მაინც ვიტოვებ, რომ საფრანგეთს ოდესმე დაუგება ის დღე, როცა მართლა და პროგრესული ხელისუფლება ჩაუდგება სათავეში ქვეყანას და თავისუფლება, თანასწორობა მხოლოდ სიტყვები აღარ იქნება.

ჩემი პრინციპებისა და შეხედულებების მიუხედავად, ძალა აღარ გამაჩნდა ხმლის ხელში ასაღებად. შემდეგი რამდენიმე წლის განამავლობაში ჯარისკაცებისთვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შეგროვებას ან კემსვას მოვანდომე. რუსო წერდა “ერთსა და იმავე ხელს ხმლისა და ნემსის ხმარება არ შეუძლიაო” და როგორც ჩანს მართალი აღმოჩნდა, სათანადო ძალა ნამდვილად არ მეყო ბრძოლის გასაგრძელებლად, მშიშარა და მხდალი აღმოვჩნდი.

მას შემდეგ წლები გავიდა, ქვეყანამ არაერთი დაბრკოლაება, ტკივილი, ტანჯვა და სისხლისღვრა გადაიტანა. საფრანგეთის იმპერიის გამოცხადებასაც მოვესწარი და მისი მმართველის არაერთი შემართებული ბრძოლისა და თავდადების მხილველი გახლდით.

10
უცნობი ფრანგი ქალის ჩანაწერები by I ჯგუფი "ახალგაზრდა შემოქმედები" - Ourboox.com

მაგრამ ბედის ბორბლის ტრიალს რას გაუგებ. დღეს უკვე 1815წლის 24 ივნისია, სულ ორიოდე დღის წინ ნაპოლეონმა უარი თქვა საფრანგეთის ტახტზე და ინგლისელებს ჩაბარდა, ქვეყანაში კვლავ კონსტიტუციური მონარქია აღდგა.

წინ რა ელოდება ჩემს ქვეყანას ეს ალბათ შემოქმედმა თუ იცის მხოლოდ, მე კი ჩემი გონებით ახლა ამის განჭვრეტა არ ძალმიძს. სრულიად ძალაგამოცლილი და გამოფიტული ვარ დღემდე, ჩემი ცხოვრება ტკივილით, უსუსურობით და უსამართლობით სავსე თაიგულს დაემსგავსა, სამუდამოდ ჩაქრა სიცოცხლის ნაპერწკალი ჩემს გულში, შემოქმედის იმედზეღა თუ ვარ მხოლოდ დარჩენილი, რომ მშვიდად დამატოვებინოს ეს წუთისოფელი.

1815 წლის 24 ივნისი

12

*      *     *

სიჩუმის წყვდიადში ჩაძირულ და გარინდებულ ქალაქ პარიზში,

აბსოლუტური მონარქიის ციტადელად წოდებულ ციხე-სიმაგრესთან,

ძრწოდდა და დრტვინავდა ფრანგ ხალხთა გულები.

თუმც, აღტკინებასა და სულისკვეთებას დაეჩრდილა,

მათ გულებში გაჩენილი შიშის ნაპერწკალი.

წამებს ითვლიდნენ და ციხესაც შეუტევდნენ,

ბრძოლას დაიწყებდნენ, საუკუნეების განმავლობაში

ფუფუნებაში განებივრებულ სამეფო კართან.

იბრძოდნენ საკუთარი შვილების მომავლისთვის,

იბრძოდნენ თავისუფლებისა და თანასწორობისთვის,

იბრძოდნენ ისტორიის ახალი ფურცლებისთვის.

 

13

და აი, შეუტიეს კიდეც, ფეხქვეშ გათელეს და საკუთარ კლანჭებში მოაქციეს,

აბსოლუტური მონარქიის დასაყრდენი,

ბასტილიის ციხე-სიმაგრე.

დაეცა და გამარჯვების ყიჟინა

შემოცხეს ამბოხებულებმა.

თუმც, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო,

მათ წინ ელოდათ ათ წლიანი შეურიგებელი

ბრძოლა თავისუფლებისთვის,

ბრძოლა გარდაქმნისა და

ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის.

                                                                                                                     1815 წლის 21 ივნისი

14
უცნობი ფრანგი ქალის ჩანაწერები by I ჯგუფი "ახალგაზრდა შემოქმედები" - Ourboox.com
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

Ad Remove Ads [X]
Skip to content