ბერძნული მემკვიდრეობა by DAVIT BOLKVADZE - Illustrated by ელენე წერეთელი - Ourboox.com
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

ბერძნული მემკვიდრეობა

by

Artwork: ელენე წერეთელი

  • Joined Jan 2021
  • Published Books 2

ბერძნებს დიდი წვლილი შეიტანეს ხალხის განათლებაში, სკოლა მათი გამოგონილია და ამასთან ერთად ბერძნებმა საგნებიც კი გამოიგონეს: გეომეტრია, გეოგრაფია, ისტორია და ა. შ.  ბერძნებს კიდევ არ ყავდათ მეფე და ყველა ადამიანი თანატოლი იყო. ისინი აწყობდნენ კრებას და იქ ყველას ქონდა უფლება მიეცა ხმა (ქალების და მონების გარდა).  ბერძნები ეგვიპტელებისგან განსხვავებით ხალხთა თანასწორობას აქცევდნენ ყურადღებას.  ეგვიპტელებს ყავდათ ფარაონი რომელიც ყველაფერს თვითონ წყვეტდა. მთელი ეგვიპტის მიწა-წყალი, მოსახლეობის ჩათვლით, ფარაონის საკუთრება იყო.

3

სამეფო ძალაუფლება ეგვიპტეში მამიდან შვილზე გადადიოდა. ფარაონი ერთპიროვნულად განაგებდა სახელმწიფოს, რაც იმას ნიშნავს რომ გადაწყვეტილებებს მხოლოდ თავად იღებდა ფარაონი იყო განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. თვით ტერმინი „ფარაონი“ ორი სიტყვის შერწყმაა: „პერ-აა“, რაც „დიდ სახლს“ ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი ტაბუდადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა. ხოლო ბერძნულ პოლისებში კანონი მოქალაქეთა უფლებების დამცველად იქცა. ამით იმის თქმა მინდა რომ ბერძნები ყველანაირად კარგები, ჭკვიანები და განათლებული იყვნენ ისინი მხოლოდ მათ თავზე არ ფიქრობდნენ არამედ ყველაზე ფიქრობდნენ ისინი ზრუნავდნენ თავიანთ ხალხზე, უნდოდათ რომ განათლებული ხალხი ჰყოლოდათ.

4

ეხლა ვისაუბრებ ბერძნების დამოკიდებულებას ღმერთების მიმართ  ბერძნები დიდ პატივს სცემდნენ თავიანთ ღმერთებს. მათი წარმოდგენით ღმერთები ოლიმპოს მთაზე ცხოვრობდნენ. მათ კრებულს ბერძნები პანთეონს უწოდებდნენ. ღმერთებს შორის  უზენაესი ზევსი იყო-ამინდის, ჭექა-ქუხილის, კანონისა და სამართლიანობის ღმერთი. ბერძნები ღმერთებს ადამიანური იერსახით გამოსახავდნენ, მათზე ნაირ-ნაირ სათავგადასავლო ამბებს ჰყვებოდნენ. მათი საზრუნავი იყო, რომ მათ განათლებული ხალხი ჰყოლოდა და ამის თვის დიდი წვლილი შეიტანეს. ზრუნავდნენ ხალხის თანასწორობაზე მათ ეკითხებოდნენ აზრს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ამიტომ მნიშვნელოვან საკითხებს საერთო კრებაზე წყვეტდნენ.

5

ახლა კი გადავიდეთ მსოფლიოს საოცრებაზე ამჟამად მე ვისაუბრებ არტემიდას ტაძარზე რომელიც აზიაში ეფესოს მაცხოვრებლებმა ააგეს. მათ გადაწყვიტეს მფარველი ქალღმერთისთვის-არტემიდასთვის აეგოთ ეს ტაძარი. ძვ. წ. VI საუკუნეში მათ ტაძრის მშენებლობა არაერთხელ წამოიწყეს, მაგრამ ამ მხარეში სადაც მიწისძვრა ხშირი იყო, ნაგებობა დიდხანს ვერ გაუძლებდა ვერ ძლებდა და ინგრეოდა. ბოლოს ეფესოელებმა ტაძრის ასაშენებლად არქიტექტორი ჰერსიფრონე  მიიწვიეს. მან ტაძრის აგება მდინარის ნაპირთან, ჭაობიდან ნიადაგზე გადაწყვიტა. ჰერსიფრონეს აზრით, რბილი ნიადაგი მიწისძვრის ბიძგების შეარბილებდა და შენობა ნაკლებად შეირყეოდა.

6

ტაძარი მიწაში რომ არ ჩაფლულიყო, ღრმა ქაბული ამოთხარეს, რომელიც ნახშირითა და მატყლით ამოავსეს. ამგვარად, ტაძარს ბალიშისმაგვარი საფუძველი გაუკეთეს. როგორც ჩანს, ასეთი თამამი გადაწყვეტილება ბევრ სხვა საჟანრო თავსატეხსაც შეიცავდა. დასრულებული ტაძრის სიგრძე 105 მეტრი, სიგანე-50 მეტრი იყო. მას ირგვლივ 18 მეტრი სიმაღლის 127 სვეტი ერტყა ორ რიგად.  სამწუხაროდ ტაძარი ჰეროსტრატემ განზრახ გადაწვა, ის დაიჭირეს და  საშინელი წამების შემდეგ მოკლეს. მისი სახელის სენება ან ამ ამბის მოყოლა სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ საბოლოოდ მისი სახელი მაინც შემორჩა.

7

რაც შეეხება ამ ტაძარს ბერძნებთან ძალიან დიდი კავშირი ჰქონდა პირველ რიგში არტემიდა ბერძნული ქალღმერთი იყო და ეს ტაძარიც მის სახელზეა აგებული. ოსტატი რომელიც დაეხმარება ბერძენი ოსტატი ჰერსიფრონე იყო, ის რომ არა ტაძარი უფრო მალე მიწისძვრის გამო დაინგრეოდა, შეირყეოდა და უშნო შესახედი იქნებოდა და ბოლოს ტაძრის დიზაინსაც  აქვს მაღალი სვეტები და ჰგავს ათენას ტაძარს ათენში. ანუ ბერძნებთან ამ ტაძარს დიდი კავშირი ჰქონდა. ამით კი ვამთავრებ პრეზენტაციას დიდი მადლობა ყველას მოსმენისთვის.

8
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

Ad Remove Ads [X]
Skip to content