დინოზავრები by tamar Enuqishvili - Ourboox.com
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

დინოზავრები

  • Joined May 2016
  • Published Books 7

დინოზავრები ყველაზე შთამბეჭდავი ცხოველები იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე ყველა ცხოველზე უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ. ძაღლისოდენა წინამორბედებისაგარ ისინი ვეებერთელა, სპილოს წონა მტაცებლად და ავტობუსის სიგრძე ბალახისმჭამელებად ჩამოყალიბდნენ. თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ზომით წიწილას არ აღემატებოდნენ და საოცარი სიმარდით გამოირჩეოდნენ. დინოზავრების ბატონობის პერიოდში დედამიწაზე არცერთი, შინაურ კატაზე დიდი ძუძუმწოვარი არ არსბობდა. დინოზავრები 230 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და 165 მილიონი წელი იცხოვრეს, 65 მილიონი წლის წინ კი იდუმალებით მოცულ ვითარებაში მოულოდნელად გადაშენდნენ. შედარებისთვის, თანამედროვე ადამიანები დედამიწაზე მხოლოდ 100 000 წლის წინ გაჩნდნენ. ათასწლეულების მანძილზე ადამიანები მიწაში დინოზავრების ნამარხებს პოულობდნენ, მაგრამ პირველი ნამარხი, რომელმაც ნათელი მოჰფინა გადაშენებული გიგანტური ქვეწარმავლების არსებობას, იყო ეშვებიანი ყბის ძვალი. ის ბრიტანელმა ბუნებისმეტყველმა, უილიამ ბაქლენდმა აღმოაჩინა 1824 წელს და მიაკუთვნა უზარმაზარ ცხოველს, რომელსაც ლათინური სახელი – მეგალოზავრი უწოდა, რაც “დიდ ხვლიკს” ნიშნავს. ტერმინი “დინოზავრი” ანუ “საზარელი ხვლიკი” ბრიტანელმა მეცნიერმა, რიჩარდ ოუენმა შემოიღო 1842 წელს

2

მაშინ, როცა დინოზავრები ხმელეთზე ბატონობდნენ, ცაში პტერანოდონი და მისი მსგავსი ქვეწარმავლები ნავარდობდნენ. პტერანოდონები დინოზავრები არ იყვნენ, ისინი უძველეს ქვეწარმავალთა ცალკე შტოს მიეკუთვებიან, ისევე, როგორც ზღვის ბინადარი ქვეწარმავლები – იქთიოზავრები და პლეზიოზავრები. დინოზავრების უმრავლესობის მსგავსად, ეს სახეობები ევოლუციის ჩიხში მოექცნენ და, საბოლოოს, გადაშენდნენ კიდეც. მათი ადგილი ბუნებაში ფრინველებმა და ძუძუმწოვრებმა დაიკავეს. მეცნიერთა დიდი ნაწილი ფიქრობ, რომ 65 მილიონი წლის წინ ყველა დინოზავრი არ გადაშენებულა. ზოგიერთმა მცირე ზომის ხორციჭამია დინოზავრმა განვითარება განაგრძო და თანამედროვე ფრინველად იქცა. ამ ვარაუდს ამტკიცებს ფრინველებისა და დინოზავრების ჩონჩხებს შორის არსებული ბევრი მსგავსება, აგრეთვე, ბუმბულით შემოსილი დინოზავრის – კაუდიპტერიქსის ნაშთების უკანასკნელი გამოკვლევები. თუ ეს ჰიპოთეზა საბოლოოდ დამტკიცდა, მაშინ გამოვა, რომ დინოზავრების შთამომავლების რიცხვი ათჯერ აღემატება მათი გადაშენებული წინაპრების რაოდენობას.

3

4
დინოზავრები by tamar Enuqishvili - Ourboox.com
დინოზავრები by tamar Enuqishvili - Ourboox.com
დინოზავრები by tamar Enuqishvili - Ourboox.com
დინოზავრები by tamar Enuqishvili - Ourboox.com
დინოზავრები by tamar Enuqishvili - Ourboox.com
დინოზავრები by tamar Enuqishvili - Ourboox.com
დინოზავრები by tamar Enuqishvili - Ourboox.com
დინოზავრები by tamar Enuqishvili - Ourboox.com
დინოზავრები by tamar Enuqishvili - Ourboox.com
დინოზავრები by tamar Enuqishvili - Ourboox.com
დინოზავრები by tamar Enuqishvili - Ourboox.com
დინოზავრები by tamar Enuqishvili - Ourboox.com

დინოზავრების რეკორდები

ყველაზე დიდი დინოზავრი – სეისმოზავრი, სიგრძე 50 მეტრი, ან არგენტინაზავრი, სიგრძე და წონა უცნობია;

ყველაზე დიდი მტაცებელი – გიგანტოზავრი, სიგრძე 12.5 მეტრი. წონა 8 ტონა;

ყველაზე გრძელი მტაცებელი – სპინოზავრი, სიგრძე 17 მეტრი;

ყველაზე გრძელი კისერი – მამენჩიზავრი – 15 მეტრი;

ყველაზე დიდი თავი – პენტაცერატოპსი ან ტოროზავრი, თავის სიგრძე 3 მეტრს აღემატება;

ყველაზე პატარა დინოზავრი – კუბის ფუტკრისებრი კოლიბრი, წონა 1.6 გრამი;

ყველაზე ძველი დინოზავრი – ჰერერაზავრი, დაახლოებით 228 მლნ. წლის წინ;

 ყველაზე გონიერი – ტროოდონი (ყველაზე დიდი ტვინი სხეულთან შედარებით);

 ყველაზე შტერი – აპატოზავრი (სხეულთან შედარებით ყველაზე მცირე ზომის ტვინი);

 ყველაზე სწრაფი – გალიმიუმი – სიჩქარე 80 კმ / სთ;

 ყველაზე გრძელი სახელი – მიკროპაქიცეფალოზავრი;

ყველაზე მოკლე სახელი – მინმი;

 ყველაზე სახელგანთქმული – ტირანოზავრი;

 პირველი კოსმოსში – ცელიფიზისი – 1998 წელს “სფეის შატლმა” მისი ძვლები კოსმოსში წაიღო.

წყარო

17

დინოზავრების ბრძოლა

18

19
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

Ad Remove Ads [X]
Skip to content