2016 წლის 19-20 ივნისი
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

ექსკურსია იმერეთში

  • Joined May 2016
  • Published Books 7

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი

— ნაკრძალი საქართველოში. მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტისსოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 330 ჰა. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი,მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულიატურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალწყაროში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.
წყარო
2
ექსკურსია იმერეთში by tamar Enuqishvili - Ourboox.com
ექსკურსია იმერეთში by tamar Enuqishvili - Ourboox.com
ექსკურსია იმერეთში by tamar Enuqishvili - Ourboox.com

სათაფლიის მღვიმე

მდებარებს სამგურალის სერზე, ზღვის დონიდან 360 მეტრზე. შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს განშტოებებიც. სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი. სიმაღლე – 10 მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს.სათაფლიის II მღვიმე მდებარეობს საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან დასავლეთით 700 მეტრზე იგი წარმოადგენს შრეთაშორის დაღმავალ მღვიმეს. შესასვლელი ვიწროა. . შესასვლელიდან დაახლოებით 80 მეტრზე იხსნება პირველი დიდი დარბაზი. გამოსაყოფია ასევე „გიგანტური დარბაზი“ და „ლოდთა დარბაზი“.  მღვიმე ძალზე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით. არის სტალაქტიტები, რომლებსაც მინიატურული ფორმა აქვს. აქვეა სტალაგმიტები, სტალაგნატები, იშვიათი ჰელიქტიტები და ჰელიგმიტებიც კი. 
წყარო
6

7
მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე.[1] სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი მდიდარია, როგორცესთეტიკურად, ისე ფაუნისტური და ფლორისტული სახეობების სიმრავლით. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე,რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზავრის ნაკვალევით.

 

8

9

პრომეთეს მღვიმე

კარსტული მღვიმე დასავლეთ საქართველოში,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქვილიშორისა და ყუმისთავის სიახლოვეს, მდინარე ყუმის აუზში,ზღვის დონიდან 100 მ-ზე. ქალაქ თბილისიდან დაშორებულია 240 კილომეტრით, ხოლო ქალაქ ქუთაისიდან 40კილომეტრით.[1] გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს ჰორიზონტალურად დახშულ მღვიმეს. შესასვლელის სიმაღლეა 3,5-4 მ, სიგანე 7 მ. მთავარი შესასვლელიდან მე-60 მეტრზე ახშობს სიფონური ტბა, რომლიდანაც გამოდის მდინარე ყუმი.[2] მღვიმეში გვხვდება სტალაქტიტები, კალციტის ნაღვენთები, ნგრევით წარმოქმნილი და ორგანოგენული ნაფენები, მ.შ. გუანოს სქელი ფენა.[3] ჰავა დინამიურია. ჰაერის მოძრაობა მკვეთრად იგრძნობა. მჭიდრო კავშირშია ზედაპირულ ძაბრებთან. გვირაბის ბოლოს არის სიფონი, რომლის სიღრმე 2 მ, ხოლო ტემპერატურა 15°C აღწევს (1959 წლის შეფასება). გვხვდება ვოკლუზური წყაროები, რომლებიც დაკავშირებული არიან მღვიმურ ნაკადთან. სიფონის მახლობლად მდებარე დარბაზში არის ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია. გუანოში ჭიების სხვადასხვა სახეობებია.[3] მღვიმურ ნაკადს მოსახლეობა იყენებს სასმელად. არსებობს გეგმა, ჭრილები. მღვიმეში გავლა ადვილია.[3] ტურისტული მარშრუტის სიგრძეა 1060 მ.[4
10
აღმოჩენილია 16 დარბაზი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მასშტაბით და გაქვავებული ჩამონაღვენთების ფორმით. მდიდარია სხვადასხვა სახის წარმონაქმნებით, მათ შორის მოიპოვება: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვა. კარგი ტურისტული ობიექტია. მღვიმე კეთილმოწყობილია; არის საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, ლაზერ-შოუ, სხვადასხვა ხედები და თერაპია ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის.[5]
ყუმისთავის მღვიმის ახალი დარბაზები აღმოაჩინა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა 1984 წლის 15 ივლისს.[5]ყუმისთავის მღვიმის ტურისტულ ობიექტად გადაქცევას ხელი უბიძგა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს, ხოლო 2011 წელს მღვიმე გაიხსნა მნახველებისთვის.
ყუმისთავის მღვიმე გამოცხადებულია ბუნების ძეგლად.[6]
11
ჩასასვლელშივე ყურადღებას იპყრობს წყლის ჩხრიალი, რომელიც იქვე ხელმარცხნივ ბნელი ყელიდან მოისმის. ეს ის ბუნებრივი ხვრელია საიდანაც პეტრე ჭაბუკიანი პირველად შემოვიდა ამ მღვიმეში. მღვიმეში სტალაქტიტების და სტალაგმიტების ტყეა. დარბაზის ცენტრში აღმართულია დიდი ზომის სოკოსებრი სტალაგმიტი და მოქმედი სტალაქტიტი, საიდანაც ნაჟური წყალიმოედინება. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს.
მღვიმე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით – გარდა სტალაქტიტებისა და სტალაგმიტებისა მღვიმეში მოიპოვება სვეტები , ლოდნარები, ნაზვავები და თიხის სქელი ნაფენები. მღვიმის ჰავა სტატიურია და უდრის 11-12 გრადუსს. აქვეა ოღასყურასმიწისქვეშა დინება. ზამთრის პერიოდში ნაკადის დინება მერყევია. ორგანული სამყარო შეიცავს ობობებს, მტკნარი წყლის მოლუსკებს, სხავასხვა ჭიებს, სოკოებს, ხავსებსა და სხვ. სათაფლიის მღვიმე ადვილი მისადგომია (თუ არ ჩავთვლით მის განშტოებებს). მღვიმე 1925 წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს.
წყარო
12

13

ბაგრატის ტაძარი

(ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი) მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირთან აღმართულ კლდოვან ბორცვზე, რომელსაც უქიმერიონს უწოდებენ. ქალაქი ქუთაისი ისტორიულად ორ ნაწილად იყოფოდა: ზედა და ქვედა ნაწილებად, ბაგრატის ტაძარი სწორედ ქალაქის ზედა ნაწილში მდებარეობდა და საფორტიფიკაციო ნაგებობებში იყო ჩაფლული.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელმაც 2003 წლიდან მოყოლებული ხუთი წლის განმავლობაში აწარმოებდა აქრეოლოგიურ გათხრებს საკუთრივ ტაძრის ინტერიერ-ექსტერიერში, ადამიანის ზემოქმედების კვალი ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანიდან აღმოაჩინა. გაირკვა, რომ დღევანდელი ბაგრატის ტაძარი რამდენიმე ნაგებობაზეა დაშენებული, უძველესი შენობა სავარაუდოდ წინარეანტიკური ხანით თარიღდება, თუმცა ყველაზე საინტერესო მე-6 საუკუნის უზარმაზარი ბაზილიკის ნაშთია, რომლის სიგრძე 30 მეტრს უდრის, ხოლო სიგანე 25 მეტრს, სავარაუდოდ ის სპარსელებმა დაანგრიეს. აქვე აღმოჩნდა მე-7-მე-8 საუკუნის ახალი ტაძარი ე.წ. „ქუთათისის საყდარი“, რომელიც სავარაუდოდ წყაროებში ნახსენები ის ტაძარი უნდა იყოს, სადაც ქართლის ერისმთავარი სტეფანოზი იყო დაკრძალული. ბაგრატის ტაძრის ზოგი კედელი სწორედ ძველ ნაგებობებზეა დაშენებული.
14
ბაგრატ III ბაგრატიონმა (978-1014 წ.), რომელიც იწოდებოდა „აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა“ მეფედ, გააერთიანა ყველა ქართული მიწა (გარდა თბილისისა) და ერთიანობის სიმბოლოდ ქუთაისში (რომელიც 978-1122 წლებში საქართველოს დედაქალაქი იყო) ააგო გრანდიოზული საკათედრო ტაძარი, რომელსაც ხშირად „ბაგრატის ტაძრად“ მოიხსენიებდა ხალხი. ქუთათისის კათედრალი ბაგრატ III-ისა და მისი დედის-ეგრის-აფხაზეთის მეფის გიორგი II ის ასულის გურანდუხტ დედოფლის შემწეობით აშენდა, რასაც გვამცნობს ამავე ტაძრის კედლებზე არსებული წარწერები. ქუთაისის დიდებული ტაძარი ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის სახელზე აკურთხეს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „აქა აღაშენა ბაგრატ ყოვლად წმიდისა ეკლესია შუანიერი, გუმბათიანი, სრულიად სოფიის კენჭით შინაგან ქმნული და მარმარილოთა სპეტაკითა, წითლითა და ჭრელითა და სუეტებითვე მისითავე და ყოვლითა შემკობილებითა სრული და ფრიად დიდი“.
ბაგრატის ტაძრის წარწერიდან ჩანს, შენობა დასრულებულა 1003 წელს: „ოდეს განმტკიცნა იატაკი. ქორონიკონი იყო 223“ ამბობს წარწერა. აღსანიშნავია, რომ თარიღი წარწერაში არაბული ციფრებით არის მოცემული, რაც არაბული ციფრების ხმარების უადრესი შემთხვევაა საქართველოში. იქვე არის მეორე წარწერა: „ჰოი მეუფეო, მფლობელო ყოველთა სუფევათაო, უმეტეს ადიდე ძლიერი ბაგრატ კურაპალატი, აფხაზთა და ქართველტა მეფე, თანა მამით, დედით, დეოფლით და ძით მ(ათით)…ამინ“. აღმოსავლეთის ფასადზე კი სარკმელის თავზე მოთავსებული წარწერა შემდეგი შინაარსისაა: „ქ. შეწევნითა ღმრთისათა, ბაგრატისაგან, ნებითა ღმრთისათა და ქართველთა მეფ(ისა)თისა გურანდუხტ დედოფლისა აღეშენა წმიდაი ესე საყდარი ხელითა…“ (წარწერა წყდება).
15
ტაძრის აგებიდან ცოტა ხანში, ჩრდილო დასავლეთის კუთხეში დასავლეთიდან მიაშენეს სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, სამივე სართულში თითო ოთახით, ბუხრებით და თახჩებით. სავარუდოდ ამ კოშკში ქუთათელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა. ცალკეული სამუშაოები ტაძარზე 1008 წლამდე გაგრძელდა. 1020-იან წლებში კი ტაძარს მიაშენეს დასავლეთისა და სამხრეთის კარიბჭეები.
ბაგრატის ტაძარს როგორც ჩანს მტრის მახვილი მალევე შეეხო, როგორც დავით აღმაშენებლის უცნობი ისტორიკოსი წერს, გიორგი მეორეს დროს თურქები საქართველოს შემოსევიან „ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა, მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქუეყანათა მკუიდრი ყოველი და მასვე ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი და არტანუჯი და უდაბნონი კლარჯეთისანი“ ბუნებრივია ქუთაისის დაწვის დროს მტერმა დააზიანა ბაგრატის ტაძარიც.
XI საუკუნეში თურქთაგან გადამწვარი და აოხრებული ქუთათისის განახლება დავით აღმაშენებლის დროს მოხდა. სავარაუდოდ აღორძინება ბაგრატის ტაძარსაც შეეხებოდა.
ბაგრატის ტაძრის როლი რა თქმა უნდა არც მომდევნო საუკუნეებში დაკნინებულა, ქუთათელს მეფეთა კურთხევისას მნიშვნელოვანი როლი და გვირგვინის დადგმის პატივი ჰქონია, რაც ხაზგასმითაა აღნიშნული თამარის პერიოდის ისტორიკოსთან. ბაგრატის ტაძრის წინამძღვარი თამარის და სამეფო ხელისუფლების ერთგული რჩებოდა, მაშინაც კი, როცა ექსორიაქმნილი გიორგი რუსი გადმოვიდა საქართველოში და დასავლეთ საქართველოს ფეოდალებისაგან ზურგგამაგრებული ცენტრალურ ხელისფლებას დაუპირისპირდა, ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: „გარნა კათალიკოსი აფხაზეთისა და ქუთათელი არა შეერთებულ იყვნენ ზრახვასა მას ბოროტს და წინაშე იყვნენ თამარისა“.
16
ქუთაისის ტაძარში აკურთხეს მოგვიანებით დავით რუსუდანის ძე ჯერ საქართველოს მეფედ, შემდეგ დასავლეთ საქართველოს მეფედ.
1490 წელს კონსტანტინე II-ს მიერ მოწვეულმა სამეფო დარბაზმა საქართველოს ფაქტობრივი დაშლა ფორმალურადაც სცნო და ამის შემდეგ ქუთაისი ხდება იმერეთის სამეფოს დედაქალაქი.
1510 წელს იმერეთში შემოჭრილ ოსმალებს ბაგრატ იმერთა მეფე ვერ წინააღუდგა, ოსმალებმა ვახუშტის სიტყვებით „დაწუეს ქუთაისი და გელათი“, ბუნებრივია მტრის ხელს ვერც ბაგრატის ტაძარი გადაურჩებოდა. (აღსანიშნავია, რომ 2003 წლიდან მიმდინარე ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1510 წლის დიდი ხანძრის კვალი დაადასტურა ბაგრატის ტაძრის ინტერიერში.)
1669 წელს შემოჭრილმა ოსმალებმა მთელი საუკუნით დაიკავეს ქუთაისის ციხე, თუმცა მანამდე რუსმა ელჩებმა ალექსი იევლევმა ნიკიფორე ტოლოჩანოვმა, რომლებიც მოვლენილი იყვნენ რუსეთის მეფის ალექსი მიხეილის ძის დავალებით და 1650-1652 წლებში იმერეთში იმყოფებოდნენ იმერეთის მეფესთან ალექსანდრე მესამესთან ბაგრატის ტაძრის დაწვრილებითი აღწერაც დაგვიტოვეს. „ქუთაისის ამ დიდ ციხე-გალავანში საკრებულო ტაძარია ერთგუმბათიანი, საუცხოოდ აგებული, გუმბათი გადახურულია სპილენძით, თევსმეტ წახნაგად, საყდარი დიდი თლილი ქვებით არის აგებული, საჟნიანით და ზოგჯერ მეტი სიდიდის..
17
ოსმალებისაგან თითქმის მორღვეულ ტაძარს საბოლოო დაზიანება რუსთა კორპუსის გენერალმა ტოტლებენმა მიაყენა 1770 წელს. ქუთაისის ციხის ოსმალთაგან გამოსახსნელად სოლომონ პირველის ქართული ჯარი ყველა ღონეს ხმარობდა, რა დროსაც მის დასახმარებლად მოვიდა გენერალი ტოტლებენი. მან არ გაიზიარა სოლომონ პირველის მიერ შემუშავებული საბრძოლო გეგმა, ციხის გაძარცვით აჟიტირებულმა ტოტლებენმა, ზარბაზნები ქუთაისის ციხის მიმდებარედ განალაგა მწვანაყვავილას კონცხზე და იქედან დაუწყო სროლა, რამაც ბაგრატის ტაძრის ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი აღმოსავლეთის კედელი კიდევ უფრო დააზიანა. როდესაც 1770 წლის 6 აგვისტოს მოიერიშეები ციხეში შევიდნენ იქ არავინ დახვდათ, ოსმალები ღამით გაპარულიყვნენ. თუმცა როგორ მოახერხა ყველა კუთხეში ჩადგმული რუსების საგუშაგოებისაგან მალულად ოსმალების მოზრდილმა დანაყოფმა გაპარვა, ეს საკითხი დღემდე გარკვეული არ არის. საძარცვავად შეცვენილ რუსებს ქუთაისის ციხეში ტყვე ქართველი ახალგაზრდების მოზრდილი ჯგუფიც დახვდათ, რომელიც სტამბოლის ნაცვლად ახლა უკვე რუსეთის გზას გაუყენეს. ამ ტყვეებს შორის ერია, მოგვიანებით ბოროდინოს ბრძოლის გმირის, რუსეთის არტილერიის სარდალის ალექსანდრე კუტაისოვის მამა.
მეფე სოლომონმა, იმის შიშით, რომ ოსმალები კვლავ მობრუნდებოდნენ და შეეცდებოდნენ უქიმერიონის ციხის ხელში ჩაგდებას, ციხის კედლების დარჩენილი ნაწილი საფუძვლიანად დაანგრია.
18
1772 წელს ქუთაისში ჩამოვიდა გერმანელი მკვლევარი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი იოჰან ანტონ გიულდენშტედტი, რომელსაც ქუთაისი ომებისაგან მთლიანად გაპარტახებული და დაცლილი დაუხვდა, ის წერდა „დავათვალიერე ქუთაისი…ქალაქის კედლის შიგნით…დგას დანგრეული ქრისტიანული ეკლესია, რომელიც სიდიდით მცხეთის ეკლესიის ტოლია“.
სავარაუდოდ 1770 წლიდან სოლომონ პირველმა ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში ეკლესია მოაწყობინა (იმდროინდელია აქ შემორჩენილი მოხატულობაც), დაახლოებით ამ პერიოდის უნდა იყოს აგებული სამიარუსიანი სამრეკლოც. სწორედ კარიბჭეში მოწყობილ ეკლესიაში იყო 1820-იან წლებამდე ქუთათელი ეპისკოპოსის კათედრა, ხოლო მოგვიანებით 1820-1871 წლებში იმერეთის ეპარქიის მმართველის კათედრა. ხოლო 1871-1918 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ეკლესია. 1918-1923 წლებში კი ქუთათელ მიტროპოლიტთა კარის ეკლესია.
1819 წელს ბაგრატის ტაძარი უნახავს თბილისიდან იერუსალიმში მიმავალ ქართველ დიპლომატს გიორგი ავალიშვილს: [[ფრიად მაღალსა კლდესა ზედა არს ძუელი ტაძარი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა მიძინებისა თეთრისა თლილითა ქვითა ნაშენი და დიადთა შორის შერაცხული]].
1822 წელს ქუთაისში იმყოფებოდა საფრანგეთის მეფის კონსული გამბა, რომელიც მოგვიანებით წერდა: „აქ არის ქვით ნაგები ძალზე ლამაზი ეკლესიის ნანგრევები“.
1833 წელს ცნობილი ფრანგი მოგზაური დიუბუა დე მონპერე აღტაცებაში მოუყვანია ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს: „ბაგრატის ტაძარი არის ყველაზე შესანიშნავი ძეგლი საქართველოში. იგი კიევის სოფიის ტაძრის თანამედროვეა, მაგრამ სილამაზითა და დიდებულებით ბევრად აღემატება“.
19
XX საუკუნის შუა ხანებში დაწყებული ფიზიკური სამუშაოები ემსახურებოდა დასაღუპად განწირული ნანგრევის სტაბილიზაციასა და მის გადარჩენას. თუმცა, რადგანაც იმ დროს არ იყო დაგეგმილი შენობის სრული აღდგენა (კონსტრუქციული არამდგრადობისა და არასაკმარისი დაფინანსების გამო) — ძეგლმა მიიღო ერთგვარი ახალი ნანგრევის დიდებული სახე. იგი ასეთად შევიდა 1994 წელს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
2005 წელს განახლებული სამუშაოები აგრძელებდა 1970-1980-იანი წლების რეკონსტრუქციის გეზს. დამატებითი არტეფაქტების აღმოჩენამ და კვლევებმა საშუალება მისცა რესტავრატორებს, როგორც კულტურული გამაგრების შესაძლებლობისა, ასევე შენობის ნაწილების აღდგენისა. ტაძრის გაძლერებულ სხეულს საშუალება მიეცა ახალ კონსტრუქციაზე დაყრდნობით, შეევსებინა XI საუკუნის ძველი სტრუქტურა. იქ, სადაც არ იყო საკმარისი ავთენტური მასალა და იმიტირების საფრთხე არსებობდა (დასავლეთი მკლავი), შეიქმნა თანამედროვე, ძველთან თავსებადი სტრუქტურა (ავტორი ა. ბრუნო). გუმბათის ტრადიციულმა ფორმამ, რომელზეც მეტყველებს მიკვლეული არტეფაქტები, დააგვირგვინა ტაძრის სხეული და საშუალება მისცა რესტავრატორებს ამოეხსნათ პარალელურად ორი რთული ამოცანა:
ავთენტური ნაწილების ახალ სხეულში გამომზეურება, იმიტაციის ნაცვლად თაბამედროვე ნაწილის ცხადი წარმოჩენით და ლიტურგიული ფუნქციის აღდგენა, რამაც მართებულად გადაწყვიტა ძეგლის სწორი გამოყენება, ტრადიციული ფუნქციის აღდგენა და სამომავლოდ განვითარება.
წყარო
20

21

გელათის მონასტერი

— ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი – სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი. ეკლესიისათვის სხვადასხვა დროს მიუშენებიათ: დასავლეთ მხარეს – სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი ეკვდერები. ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლოებით 35 მ x 36 მ სიმაღლე 34 მ-მდე. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით და თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით.
22
მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით. მთავარი ტაძრიდან 9 მ-ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი – თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური – წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ – სამრეკლო.
გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართობი დაახლოებით 300 მ²) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია. მოგვიანებით შუა შესასლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა.
23
გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელში, დავით აღმაშენებლის საფლავია. გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, ტერიტორიულად ახლოს მდებარეობდა სამეფოს პოლიტიკურ ცენტრთან – ქუთაისთან, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, თამარი (თამარის ისტორიკოსების ცნობით) და სხვა. იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI,ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა.
გელათის მონასტერი ერთ-ერთი მდიდარი ფეოდალური სენიორია იყო. მის მფლობელობაში ითვლებიდა ვრცელი მიწა-წყალი. მეურნეობაში წამყვანი დარგი იყო მიწათმოქმედება, განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.
მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში – XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერში – დავით ნარინის ორი, XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც, როგორც ჩანს, ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI საუკუნეში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით
წყარო
24

25

მოწამეთა

– სამონასტრო ანსამბლი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოწამეთას მახლობლად.
მდებარეობს გელათის მონასტრის მახლობლად, მდინარე წყალწითელას ხეობაში. იგი აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავ საყოფად. ისინი იყვნენ არაგვთა ერისთავები, რომლებიც VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ, დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად,ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ, შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა მურვანმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსნენ. დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ამ ეკლესიაში ინახება.
მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა.
წყარო:
26

27

ექსკურსია იმერეთში

2016 წლის 19-20 ივნისი. ვანთის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები,მასწავლებლები და მშობლები ვიმყოფებოდით ექსკურსიაზე იმერეთში.დავათვალიერეთ სათაფლიის ნაკრძალი და მღვიმე,პრომეთეს მღვიმე,გელათის მონასტერი,მოწამეთას ეკლესია და გელათის მონასტერი.

28

29

30
31
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

Ad Remove Ads [X]
Skip to content